|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზედოზირებით დაღუპულების ხსოვნას პატივი კიპარისების დარგვით მიაგეს

ქუთაისში  „ზედოზირების შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღე“ აღინიშნა.  31 აგვისტო ორგანიზაციებმა „რუბიკონი“ და „ახალი გზა“ ტრადიციულად კიპარისის ნერგების დარგვით აღნიშნეს.  წელს „სიცოცხლის ხეები“  მე–11 სკოლის ტერიტორიაზე დაირგო.

ეროვნული კამპანიის ფარგლებში საქართველოს 10 ქალაქში მარადიული ხეების დარგვის უკვე ტრადიციად ჩამოყალიბებული აქციით, პატივი მიაგებეს ზედოზირებით გარდაცვლილ ადამიანებს და რეპრესიული ნარკოპოლიტიკის პირობებში დაღუპულ ნარკომომხმარებელთა ხსოვნას.

 ეროვნული კამპანიის ორგანიზატორი სათემო და არასამთავრობო ორგანიზაციები და საინიციატივო ჯგუფები  მოითხოვენ რეპრესიული ნარკოპოლიტიკის რეფორმას.

 „ზედოზირების შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღე“  2001 წლიდან აღინიშნება. საერთაშორისო სტატისტიკის მიხედვით გლობალურად ყოველ წელს ზედოზირების შემთხვევების გამო დაახლოებით 187 000 ადამიანი იღუპება.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა