ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მუშების მხარდასაჭერად დღეს აქცია ჩატარდება
ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მუშების მხარდასაჭერად დღეს აქცია ჩატარდება. აქცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსთან დაიწყება, რის შემდეგაც "ჯორჯიან მანგანეზის" (მარჯანიშვილის 5) ოფისამდე მსველელობა გაიმართება.
აქციას ზესტაფონელი მშრომელებიც, იმერეთის მეტალურგიული პროფკავშირის წარმომადგენლები შეუერთდებიან.
როგორც აქციის ორგანიზატორთა განცხადებაში წერია, 9 მაისს დაანონსებული კანონიერი გაფიცვა კომპანიის მიერ თანამშრომლობზე ზეწოლის შედეგად ჩაიშალა. "კომპანიის ეკონომიკური უსაფრთხოების თანამშრომლები, მთავარი ინჟინრები და საამქროს ხელმძღვანელები მუშებს ემუქრებოდნენ, რომ გაფიცვაში მონაწილეობის შემთხვევაში სამსახურიდან გაანთავისუფლებდნენ და ასევე არ გადაუხდიდნენ კუთვნილ ხელფასს.ამასთან, ზეწოლა მიმდინარეონდა პროფკავშირის წევრებზე, რომლეთა ელექტრონული საშვები დაბლოკილი აღმოჩნდა და საწარმოში აღარ შეუშვეს. საზოგადოებამ არ უნდა მისცეს კერძო საწარმოს ნება, რომ ჭიათურის მსგავსად წარმოება "სპეციალურ რეჟიმში" გადაიყვანოს. მშრომელებზე ზეწოლა და ზესტაფონელების სოციალური, ეკონომკური და ეკოლოგიური პრობლემები მთელი საზოგადოების პრობლემებია"–აცხადებენ ორგანიზატორები.
აქციის ორგანიზატორები არიან:თვითორგანიზების ქსელი, ქალთა მზერა, თბილისის სოლიდარობის ქსელი, აუდიტორია N 115 , მწვანე მუშტი, ახალგაზრდა მწვანეები, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), ირიბი მოქმედების კიბერ-თეატრი, პრაქსისი, ურბან რეაქტორი, European.ge, თეთრი ხმაურის მოძრაობა. აქცია 17:00 საათზე დაიწყება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





13:50
21:51
11:02
16:29
















