ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 2017 წელს 157 250 ლარის პრემია გაიცა
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში 2017 წელს 157 250 ლარის პრემია გაიცა. მუნიციპალიტეტიდან მოწოდებული ინფორმაციით, პრემია თანამშრომლებზე აღდგომისა და ახალი წლის დღესასწაულებზე გაიცა. ახალ წელს პრემია მხოლოდ საკრებულოს თანამშრომლებმა მიიღეს, ჯამში, 23 450 ლარის ოდენობით. აღდგომის დღესასწაულს მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებმა 133 800 ლარის პრემია მიიღეს.
საკრებულოს თავმჯდომარემ ვახტანგ ღამბაშიძემ 2650 ლარი მიიღო, მისმა მოადგილემ თეიმურაზ საყვარელიძემ 1800 ლარი. ფრაქციის და კომისიის თავმჯდომარეების პრემია 1500-1500 ლარით განისაზღვრა. პრემია არ მიუღია ახალ მერს კახაბერ მახათაძეს.
რაც შეეხება დანამატებსა და სხვა სახის ჯილდოს,მუნიციპალიტეტის არც ერთ თანამშრომელზე არ გაცემულა.
ქუთაისის მერიაში საახალწლოდ 54 937 ლარის პრემია გაიცა
სამტრედიის მერიასა და საკრებულოში საახალწლოდ 93 216 ლარის პრემია გაიცა
ხარაგაულის მერიაში საახალწლოდ 13 000 ლარის პრემია გაიცა
საახალწლოდ იმერეთის გუბერნიამ 11 570 ლარის დანამატი გასცა
წყალტუბოში საახალწლოდ 130 100 ლარის პრემია გაიცა
ვანის მუნიციპალიტეტში საახალწლოდ 64 400 ლარის პრემია გაიცა
საჩხერის მერიაში საახალწლოდ 107 360 ლარის პრემია გაიცა
თერჯოლის მუნიციპალიტეტში საახალწლოდ 16 020 ლარის პრემია გაიცა
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















