|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზესტაფონში, ცენტრალური სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები სრულდება

ზესტაფონში, ცენტრალური სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება.

 მიმდინარე სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე ადგილზე გაეცნო. მან სკვერი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. 

სამინისტროს ინფორმაციით, ზესტაფონში, პირველად გაკეთდება მოსწავლე- ახალგაზრდობის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო მარეგულირებელი წრე და ასევე მოეწყობა სკვერი.  
პროექტის დასრულების შემდეგ კი, ქალაქის ცენტრალურ ნაწილს კიდევ ერთი ახალი რეკრეაციული ზონა შეემატება. გაუმჯობესდება როგორც ტრანსპორტის, ასევე ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოდ გადაადგილება.

 პროექტი გასულ წელს დაიწყო და სამუშაოების თებერვლის ბოლოს დასრულდება. 

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 199 771 ლარია.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა