ზესტაფონში მეორე ტურია მოსალოდნელი
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ზესტაფონის 52-ე მაჟორიტარულ ოლქში 44 უბნის შედეგების თანახმად, მეორე ტურია მოსალოდნელი.
ზესტაფონის 52-ე მაჟორიტარულ ოლქში ამ დროისთვის 46 უბნიდან 44 უბნის მონაცემებია დათვლილი, რომლის მიხედვით, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატმა შალვა კიკნაველიძემ ამომრჩეველთა ხმების 43,97%, „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ბეჟან ბუცხრიკიძემ 27,76 %, დამოუკიდებელმა კანდიდატმა ილია კოკაიამ 19,98%, „უსუფაშვილი - რესპუბლიკელების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა თინათინ ხიდაშელმა კი 2,53% მიიღეს.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















