ზესტაფონში საცურაო აუზის გაიხსნა (R)
ზესტაფონში საცურაო აუზის გაიხსნა. ახალი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრის „ბლექსის“ ფილიალი ზესტაფონში 1500-მდე პირს მოემსახურება.
გახსნის ცერემონიალს "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატი შალვა კიკნაველიძე ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
„ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიაზაცია არის ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. დღეიდან ზესტაფონს ახალი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი შეემატა, რაც ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს. ეს არის შესაძლებლობა, თითოეული მოქალაქე დაკავდეს სპორტული აქტივობით. ვულოცავ ზესტაფონელებს და მოხარული ვარ, რომ მომეცა საშუალება ვიყო ამ პროცესის მონაწილე“, - განაცხადა შალვა კიკნაველიძემ.
ამ ეტაპზე ცენტრის შემადგელობაში 3 საცურაო აუზია. უახლოეს მომავალში კომპლექსს ფიტნეს კლუბი შეემატება.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















