ზესტაფონში, სოფელ როდინაულის 15 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია დასრულდა
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ როდინაულის გზის რეაბილიტაცია დასრულდა. იმერეთის გუბერნიის ინფორმაციით, სოფელ როდინაულის მოსახლეობა განახლებული გზით სარგებლობას შეძლებს. მათივე ინფორმაციით, შიდა სასოფლო გზა, რომელიც სოფელს პირდაპირ აკავშირებდა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრთან, ფაქტობრივად გაუქმებული იყო.
რეაბილიტირებული გზის შედეგად აღნიშნული სოფლის მოსახლეობას გაუადვილდება გადაადგილება სოფლის ტერიტორიაზე და ზესტაფონის ადმინისტრაციულ ცენტრთან დასაკავშირებლად გაცილებით ნაკლები დრო დასჭირდება.
პროექტის ფარგლებში დაიგო ბეტონის საფარი, მოხდა მიწის ვაკისის აღდგენა, კიუვეტების გაწმენდა და მოწყობა. ასევე, განხორციელდა გზის მიერთებების მოწყობა ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით. მდინარე ყვირილაზე გამავალი არსებულ ხიდს კი ჩაუტარდა სარემონტო სამუშაოები. პროექტის ღირებულება 6 მილიონ ლარამდეა. დონორი-ევროპის საინვესტიციო ბანკია.
15 კმ-იანი მონაკვეთი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორ გივი ჭიჭინაძეს და პირველ მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















