|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„წარმოუდგენელია, ზეწოლის გარეშე მოსამართლემ ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს“

ქუთაისის #2 სამშობიაროს დაკავებული დირექტორის ირაკლი მერკვილაძის  ადვოკატი ნაწილობრივ იზიარებს ოჯახის პოზიციას მოსამართლის მიმართ კონკურენტების მხრიდან განხორციელებული ზეწოლის შესახებ. ალექსანდრე თათელიშვილის არ გამორიცხავს, რომ  მტკიცებულებების გარეშე ასეთი გადაწყვეტილების მიღება, შესაძლოა, ზეწოლის შედეგი იყოს.

„ვიდრე არ შევხვდები ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს და არ მივიღებ ლეგიტიმაციას ვისაუბრო ამ საკითხზე, იქამდე ვერაფერს ვიტყვი. გადაწყვეტილების მიღების შესახებ აუცილებლად ეცნობება ყველას, თუმცა ნაწილობრივ, ვუშვებ ამ შესაძლებლობას,  რადგან, როდესაც საქმეში მტკიცებულებები არ არის, თუ ზეწოლა არ განახორციელა ვინმემ მოსამართლეზე, წარმოუდგენელია პროფესიონალმა მოსამართლემ ასეთი გაადწყვეტილება მიიღოს“,-განაცხადა ალექსანდრე თათელიშვილმა.

ადვოკატის განცხადებით, ოჯახი საქალაქოს სასამართლოს განაჩენის გასაჩივრებას აპირებს. მისივე თქმით, ამ დრომდე გადაწყვეტილება არ ჩაბარებიათ. სააპელაციო სასამართლოს კი გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ მიმართავენ და მის  გაბათილებას მოითხოვენ.

მან ასევე ისაუბრა კომპენსაციაზე და განმარტა, რომ არსებულ საქმეში მომჩივანი მხარე კომპანსაციას არ ითხოვდა.

„ამ საქმეში გარდაცვლილის დედა კომპენსაციას არ ითხოვდა, თუმცა ახლა შევიტყვეთ, განუცხადებია, რომ სასამართლოს კომპენსაციის მოთხოვნითაც მიმართავს, დაველოდოთ როგორ განვითარდება მოვლენები“, -განაცხადა ალექსანდრე თათელიშვილმა.

 შეგახსენებთ, ეკა ჩინჩალაძემ განაცხადა, რომ იგეგმებოდა კონკურენტების მხრიდან მისი მეუღლის სამედიცინო სფეროდან ჩამოშორება.  

შეგახსენებთ, 26 იანვარს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ციცინო მოსიძის გადაწყვეტილებით, ირაკლი მერკვილაძეს ორწლიანი პატიმრობა მიესაჯა. ექიმის წინააღმდეგ საქმე სს კოდექსის 116-ე მუხლით განიხილებოდა, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

 "სასამართლოს გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებთ"-ირაკლი მერკვილაძის ადვოკატი

ქუთაისელი ექიმი ირაკლი მერკვილაძე დააპატიმრეს

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა