|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ტუტუცური საშვი" ჟურნალისტისათვის ქუთაისის მერიისაგან

ტელეკომპანია „მაესტროს“ იმერეთის ბიუროს ჟურნალისტსა და ქუთაისის მერიის ადმინისტრაციულ სამსახურის უფროსს შორის მომხდარი დაპირისპირება სიტყვიერ შეურაცხყოფაში გადაიზარდა. ჟურნალისტის, ირაკლი ვაჩიბერაძის განცხადებით, ზვიად ჯავახიას მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომანქანის დასაყენებელი საშვის დამზადება სთხოვა. ჯავახია საშვის დამზადებას დაპირდა, თუმცა, რამდენიმედღიანი ლოდინის მიუხედავად საშვი არ დაუმზადა. ვაჩიბერიძემ  მომხდარის შესახებ  ინფორმაცია ქალაქის  მერს მიაწოდა.

საუბარს ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ზვიად ჯავახია შეესწრო, რომელმაც აღნიშნა, რომ ვაჩიბერაძე ტუტუცია და მან საშვი "ტუტუცურად მოითხოვა".

ჯავახიას განცხადებით, მერიას ჟურნალისტებთან საშვთან დაკავშირებით პრობლემა არასოდეს ჰქონია, არც „მაესტროს“ ჟურნალისტს შექმნია ავტომობილის გადაადგილების პრობლემა. რაც შეეხება მომხდარს, ჯავახია განმარტავს, რომ ჟურნალისტმა მას თბილისში ყოფნის დროს დაურეკა, რა დროსაც ვერ მოახდენდა საშვის დამოწმებას, რამაც მისი უკმაყოფილება გამოიწვია. ჯავახიას განცხადებით, ირაკლი ვაჩიბერაძე პროვოკაციაზე გადავიდა.

 სიტუაციის განმუხტვას იუმორით შეეცადა ქალაქის მერი. მან ჯავახიას უთხრა, რომ ჟურნალისტისთვის „ტუტუცური“ საშვი დაემზადებინა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა