|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქარიშხალმა ცაგერის სოფლებში სახლებს სახურავი გადახადა

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლები წილამიერი და თაბორი ძლიერი წვიმისა და ქარისაგან დაზარალდა. ქარმა სახლები სახურავის გარეშე დატოვა, ასევე დაზიანდა ხეხილი, ვენახი და ნათესები.

„7-8 სახლს ქარიშალმა სახურავი ისე გადახადა, რომ საერთოდ მათი კვალი არ ჩანს,  სად წაიღო. დაზიანებულია ვენახები, სიმინდის ნათესები.  ქარმა წააქცია ხეხილი, ზოგი ხე სახლს დაეცა და დააზიანა“, -განუცხადა "ნიუპრესს" ადგილობრივმა მცხოვრებმა სოსო ციბაძემ.

ადგილობრივების განცხადებით, წვიმა გუშინ 21 საათზე დაიწყო და დაახლოებით ერთი საათი გასტანა, რასაც თან ახლდა ძლიერი ქარი. მათი თქმით,  დაზარალებულია ასევე მეზობელი სოფელი, თაბორი. სოფლის წარმომადგენლები ხელისუფლებისა და მედიის ყურადღებას ითხოვენ. "ისედაც ცოტანი ვართ აქ დარჩენილები, მოგვხედონ,"-აცხადებენ ისინი.

ადგილობრივი უფლებადამცველის,  ოთარ ლარცულიანის განცხადებით, მათ დახმარებისათვის მიმართეს ცაგერის გამგეობას, თუმცა ამ დრომდე მათთან არავინ მისულა.

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა