|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზოგადი უნარებში ზღვარი აბიტურიენტების 16%–მა ვერ გადალახა

"ზოგადი  უნარებში ზღვარი აბიტურიენტების 16%–მა ვერ გადალახა", -ამის შესახებ ჟურნალისტებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა განუცხადა.
მიმინოშვილის ინფორმაციით, ზოგადი უნარების გამოცდაში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 16–მა პროცენტმა ვერ გადალახა, რაც დაახლოებით 6 000–მდე აბიტურიენტია.მისი თქმით, ტესტის 4–ვე ვარიანტი თითქმის თანაბარი სირთულის იყო.  შედარებით რთული მესამე ვარიანტი იყო, ამიტომ აქ გამსვლელი ქულა 23 და მეტია, ხოლო I, II და IV ვარიანტებში გამსვლელი ქულა 24 და მეტია.

აბიტურიენტებს შედეგების გაგება მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეეძლებათ. მათ საიდენტიფიკაციო კოდი უნდა გააგზავნონ ნომერზე9 3 3 3 3. რისი საფასურიც 50 თეთრი იქნება.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა