|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სატენდერო ღირებულების 11 010 ლარით შემცირება გამარჯვების მიზეზი გახდა

სპორტული მოედნების, სპორტული ტრენაჟორების, საბავშვო ატრაქციონებისა და საბაღე ძელსკამების ექსპლოატაციის მიზნით ქუთაისის მერიამ ტენდერი გამოაცხადა.

მიმწოდებელი ვალდებულია სპორტული მოედნების, სპორტული ტრენაჟორების, საბავშვო ატრაქციონებისა და საბაღე ძელსკამების ექსპლოატაცია განახორციელოს ეტაპობრივად, ხელშეკრულების დადებიდან 2016 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით. ასევე მიმწოდებელი ვალდებულია მომსახურების გაწევა განახორციელოს ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლებისაგან შედგენილი ინსპექტირების ჯგუფის წევრების დავალების შესაბამისად.

ტენდერში მონაწილოებას ხუთი ფირმა იღებდა, თუმცა კომისიის გადაწყვეტილებით, გამარჯვება შპს "სერვის უნივერსალმა" მოიპოვა, რომელმაც სამუშაოებს 50 000 ლარის ნაცვლად 38 990 ლარად შეასრულებს.  დაკლებული 11 010 ლარი გამარჯვების საფუძველი გახდა.

შეგახსნეებთ, რომ ქუთაისში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია გასულ წელს დაიწყო, ატრაქცინების თემა კი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც საკრებულოს დეპუტატმა ბაღებში არსებული ატრაქციონების საფრთხეებზე განცხადება გააკეთა.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა