|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

12 საათის მონაცემებით, ქუთაისში აქტივობა 11, 5 პროცენტია

12 საათის მონაცემებით, ქუთაისში არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა 13599 -მა ამომრჩეველმა მიიღო. ამის შესახევ #59 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ  ავთანდილ ოსეფაიშვილმა განაცხადა.

საოლქო კომისიის თავმჯდომარის თქმით, ამ დროისათვის ამომრჩევლის აქტივობა 11, 5 %-ია, რაც პირველი ტურის ამ დროის შედეგს -17 %-ს ჩამოუვარდება. ოსეფაიშვილის თქმით, ამომრჩევლის გააქტიურება დღის მეორე ნახევარშია მოსალოდნელი.

კომისიის თავმჯდომარტემ, კომენტარი გააკეთა # 28-ე უბანზე ზედმეტი სარეგისტრაციო ბეჭდის აღმოჩენასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ეს არ იყო დარღვევა და ეს არჩევნების შედეგზე არანაირ გავლენას არ მოახდენს "უბანზე გავაგზავნეთ იმდენი ბეჭედი, რაც იყო გათვალისწინებული, თუმცა მოხდა რეგისტრატორების შემცირება, ეს მათ შეეძლოთ და დარღვევა არ არის. ამის გამო დარჩა ზედმეტად ერთი ბეჭედი"-, აღნიშნა ოსეფაიშვილმა.

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა