|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"2018 წლის წარმატების წინაპირობას სწორედ გასული წელი ქმნის "-გივი ჭიჭინაძე

ახალი 2018 წლის წარმატების წინაპირობას სწორედ გასული წელი ქმნის -აცხადებს იმერეთის გუბერნატორი. გივი ჭიჭინაძე გასულ წელს აფასებს და რეგიონის წინსვლის საქმეში გარდამტეხი წელის დადგომის პირობას იძლევა. ის ქუთაისსა და  სრულიად საქართველოს დამდეგ  შობა-ახალ წელს ულოცავს.

"სრულიად საქართველოს და განსაკუთრებით ჩემს იმერეთს ვულოცავ დამდეგ შობა–ახალ წელს! 2018  თქვენი სურვილების ახდენის, მიზნების მიღწევისა და გეგმების განხორციელების წელი ყოფილიყოს. თითოეული თქვენგანის მისწრაფების რეალიზება, რომ იცხოვროს უკეთეს, ეკონომიკურად ძლიერ, დემოკრატიულ ქვეყანაში, ჩვენი მოვალეობაა. მე დარწმუნებული ვარ, რომ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გზით მოსულ ახალ გუნდს სწორად აქვს გააზრებული ეს პასუხისმგებლობა და ისინი მოსახლეობისადმი მაღალი ანგარიშვალდებულებით იქნებიან გამორჩეულები. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაცია ეფექტურ და ეფექტიან მუშაობას, უკვე მუნიციპალიტეტებში მოსულ ამ ახალ ძალასთან ერთად გააგრძელებს, რომელიც მჯერა, რომ გარდამტეხ როლს შეასრულებს რეგიონის წინსვლის საქმეში.

გასული წელი დატვირთული იყო მოვლენებით – იყო ბევრი გამარჯვება და მიღწევა, მაგრამ ასევე იყო სირთულეები, გამოწვევები. თუმცა, ყველაზე დიდი საქმე გაკეთდა, რეგიონის სწორ განვითარებას საფუძველი ჩაეყარა. ახალი წლის წარმატების წინაპირობას სწორედ გასული 2017 ქმნის.

2018 წელს კიდევ უფრო აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას ყველა მიმართულებით, ამ საქმეში უდიდესი მნიშვნელობა აქვს თქვენს მხარდაჭერასა და გვერდში დგომას, ჩვენ ერთად უნდა მივაღწიოთ საერთო მიზანს – ვიცხოვროთ უკეთეს სოფელში, ქალაქში, რეგიონსა და შესაბამისად, ქვეყანაში! კიდევ ერთხელ გილოცავთ 2018 წლის დადგომას. ხვავი, ბარაქა, კეთილდღეობა, რაც შეიძლება ბევრი ახდენილი სურვილი და ოცნება თქვენ და თქვენს ოჯახებს!"- "-აცხადებს გივი ჭიჭინაძე.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა