|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"2018-ს დიდი გამოწვევებით, შემართებით და იმედით ვხვდებით" - ნიკა ლატარია

2018-ს დიდი გამოწვევებით, შემართებით და იმედით ვხვდებით -აცხადებს ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე.  ნიკა ლატარია ქუთაისსა და სრულიად საქართველოს, ასევე ემიგრაციაში მყოფ ქართველებს შობა-ახალ წელს ულოცავს.

"ჩემო თანაქალაქელებო, ჩემო ქუთაისელებო, სრულიად საქართველოში და ემიგრაციაში მცხოვრებო ქართველებო, გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს, მჯერა რომ ეს წელი ჩვენთვის იქნება პრობლემების დაძლევის, ქალაქის სწორი და უკეთესი მიმართულებით ცვლის წელი.
2018-ს ჩვენ დიდი გამოწვევებით, შემართებით და იმედით ვხვდებით.
ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა ეს საკმარისი არ არის, კიდევ უამრავი მიზანი გვაქვს ერთად მისაღწევი.
სიკეთით დავძლიოთ ყველა გამოწვევა, უფალი გფარავდეთ!"-აცხადებს ნიკა ლატარია.

 

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა