|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"2018 წელი ყოფილიყოს ქუთაისელების საკუთარ ქალაქში დაბრუნების წელი"-გიგა შუშანია

 "2018 წელი ყოფილიყოს ქუთაისისთვის საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსის დაბრუნების, ფუნქციის შეძენის, განვითარების, ჩვენი თანაქალაქელების ქუთაისიდან მიგრაციის დასრულების და ქუთაისელების საკუთარ ქალაქში დაბრუნების წელი. 2018 წელს საქართველო დაბრუნებოდეს განვითარებასა და წინსვლას, ჩვენს ქვეყანას ევლოს წინ და არ დაბრუნებულიყოს წარსულში. ჩვენ ერთად აუცილებლად უნდა მივაღწიოთ ცვლილებებს და საერთო ძალისხმევა მივმართოთ იქეთკენ, რომ საქართველო ძალიან მალე გახდეს ცივილიზებული და პროგრესული მსოფლიოს სრულფასოვანი წევრი"-აცხადებს ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე.

გიგა შუშანია თანაქალაქელებს დამდეგ ახალ წელს ულოცავს.

"ახალ 2018 წელს ვულოცავ ჩვენს თანაქალაქელებს, განსაკუთრებით კი მათ, ვინც საკუთარი ოჯახების გადარჩენის მიზნით იძულებული გახდნენ საკუთარი ოჯახებიდან, საკუთარი ქალაქიდან შორს, სხვა ქვეყანაში შეხვედროდნენ ახალ წელს,  იმ ადამიანებს, რომელიც ჩვენს თანადგომას და დახმარებას განსაკუთრებით საჭიროებენ. ეს წელი ყოფილიყოს ბედნიერების, სიხარულის, წინსვლისა და კეთილდღეობის მომტანი",-აღნიშნავს შუშანია. 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა