|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

22 თებერვალს „ბორჯღალოსნები“ ბელგიის წინააღმდეგ შეხვედრას ქუთაისში გამართავენ

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მადრიდში რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე შეხვედრა გამართა. „ბორჯღალოსნები" ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდნენ და ანგარიშით 23:10 დაამარცხეს.

პირველი ტაიმი ბორჯღალოსნების გამარჯვებით, 23:5 დასრულდა. ორი ლელო  შალვა მამუკაშვილმა გაიტანა, ერთი კი  აკაკი ტაბუცაძემ. თედო აბჟანდაძე გუნდს წარმატებული ჯარიმებით და გარდასახვით დაეხმარა. 

მეორე ტაიმში კი ესპანელებმა ლელო ბოლო წუთზე გაიტანეს.

შემდეგ შეხვედრას „ბორჯღალოსნები“ ბელგიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ, ქუთაისში "აია არენაზე" გამართავენ.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა