|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდა

26 მაისის ღონისძიებებთან დაკავშირებით მზადება უკვე დაიწყო. ამის გამო გადაკეთილია ქალაქის ცენტრალური მოედანი. ქუთაისის მერიის პრესსამსახურის განცხადებით, ცენტრალური მოედანი გადაკეტილი იქნება ორი დღის განმავლობაში 25-26 მაისს, ავტომანქანების მოძრაობა შესაძლებელია შემოვლითი გზებით. 

ქალაქის ცენტრში დაგეგმილია ღონისძიებები, რომელიც ქალაქის მერიის, ასევე  თავდაცვისა და კულტურის სამინისტროების ორგანიზებით მოეწყობა.

 მიმდინარეობს სცენის მონტაჟი, სადაც 26 მაისს, საღამოს, გალა კონცერტი გაიმართება. 

შეგახსენებთ, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავის აღსანიშნავად საზეიმო ღონისძიებები გაიმართება საქართველოს მასშტაბით, გარდა  ზუგდიდისა, რაც ხურჩაში რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული გიგა ოთხოზორიას გლოვას უკავშირდება.

  

ავტორი: ნიუპრესი