|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წერეთლის უნივერსიტეტში ახალი საბიბლიოთეკო კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი საბიბლიოთეკო კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაობს ტენდერში გამარჯვებული  სს "სამშენებლო საწარმო გაერთიანება იმერეთი" ატარებს. 

ბიბლიოთეკას თანადაფინანსებით ცენტრალური ხელისუფლება, ადგილობრივი თვითმმართველობა და უნივერსიტეტი აშენებს, ჯამში, მშენებლობისათის 4 მილიონი დაიხარჯება. აქედან 400 000 ლარს ადგილობრივი თვითმმართველობა ეტაპობრივად გამოყოფს.  

რაც შეეხება მიმდინარე სამუშაოებს, მასზე 2 085 265 ლარი დაიხარჯება.

უნივერსიტეტის მშენებლობა, სავარაუდოდ, წლის ბოლოსთვის დასრულდება. მოეწყობა თანამედროვე ტიპის დარბაზები, წიგნასაცავები და სამკითხველოები.

პროექტის პრეზენტაცია უნივერსიტეტში გასულ წელს გაიმართა. რექტორის გია ღავთაძის თქმით, წერეთლის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა ერთ-ერთი დიდი ბიბლიოთეკა იქნება.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა