"შესაძლოა, მატერიალური ზიანის ანაზღაურება ექიმს სასამართლომ დააკისროს"
ქუთაისში 5 წლის წინ გარდაცვლილი ვიოლეტა მატინოვას დედა ექიმ ირაკლი მერკვილაძის წინააღმდეგ ამ ეტაპზე ახალი საჩივრის დაწერას არ აპირებს. მატინოვას თქმით, მის მიერ კომპენსაციის თაობაზე დაფიქსირებული აზრი არასწორად გაიგეს.
"ვიდრე სამივე ინსტანციას არ მოვივლით, არ გვაქვს უფლება, საჩივარი დავწეროთ. თუმცა, შესაძლოა ამ პროცესების დასრულების შემდეგ, მერკვილაძეს მატერიალური ზიანის ანაზღაურება სასამართლომ მოთხოვოს. მინდა საზოგადოებას მოვუწოდო, რომ შეწყვიტონ უსაფუძვლო კომენტარების წერა და ჩვენი ლანძღვა. თუ ასე გაგრძელდა, ყველა კომენტარს ამოვიღებ და სასამართლოში ვიჩივლებ", -აღნიშნა მატინოვამ.
შეგახსენებთ, რომ ალა მატინოვა ექიმის დაკავების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებდა, რომ კომპესაცია მისი გარდაცვლილი შვილის 5 წლის ბავშვს უნდა მიეცეს.
26 იანვარს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ციცინო მოსიძის გადაწყვეტილებით, ირაკლი მერკვილაძეს ორწლიანი თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. ექიმის წინააღმდეგ საქმე სს კოდექსის 116-ე მუხლით განიხილებოდა, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
„წარმოუდგენელია, ზეწოლის გარეშე მოსამართლემ ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს“
"სასამართლოს გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებთ"-ირაკლი მერკვილაძის ადვოკატი
ქუთაისელი ექიმი ირაკლი მერკვილაძე დააპატიმრეს
ავტორი: ხატია ბანძელაძე





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















