|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„არსებული მდგომარეობა ნათლად ასახავს ხელისუფლების დამოკიდებულებას აგვისტოს ომისადმი“

"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის მაჟორიტატარობის კანდიდატის გია თევდორაძის განცხადებით, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულების  მემორიალი სათანადოდ მოვლილი არ არის.  აღნიშნულში თევდორაძე ადგილობრივ თვითმმართველობას ადანაშაულებს.

„ ყველაზე მეტად რაზეც მწყდება გული ეს მემორიალია, რომელიც გივი თოთაძის კონცეფციაა. მემორიალი  არ არის სათანადოთ მოვლილი. ამ ნაგებობას ქვია „დედის ცრემლები“ ამ ნაგებობიდან წყლის წვეთები უნდა მოდიოდეს, რომ სრულად იყოს კონცეფციის არსი  გადმოცემული.  მე ვფიქრობ, რომ, ამ ყველაფრის მიმართ ხელისუფლების ასეთი დამოკიდებულება ნათლად  გამოხატავს 2008 წლის აგვისტოს მოვლენებისადმი მათ დამოკიდებულებას“,-აღნიშნა თევდორაძემ.  

გია თევდორაძემ დღევანდელი დღის მნიშვნელობაზეს ისაუბრა. მისი თქმით,  კითხვის დასმა, ვინ დაიწყო ომი  რუსეთმა, თუ საქართველომ მოღალატეობრივი პოზიციია.

"დღევანდელი დღე არის დღე როდესაც რუსეთმა დაიწყო ფართო მასშტაბიანი საომარი მოქმედებები საქართველოში. დღეს გლოვის და გმირობის დღეა.  ამიტომ, როდესაც  ისმის კითხვა ვინ დაიწყო ომი,  რუსეთმა თუ საქართველომ,  ეს არის უზნეობა  და მოღალატეობრივი პოზიციია",-განაცხადა მან.

„ნაციონალური მოძაობის" წევრებმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულების პატივსაგებლად მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა