ახალი წლის ღამეს ქუთაისში ოთხი ბავშვი დაიბადა
ახალი წლის ღამეს ქუთაისში ოთხი ბავშვი დაიბადა.
სამი ახალშობილი ხონელიძეების სამშობიაროში, ერთი მესამე სამშობიაროში დაიბადა. პირველი ახალ წელს გაბრიელ კვირაია ქუთაისის N 3 სამშობიარო სახლში მოევლინა ქვეყანას.
ახალშობილი ოჯახის მესამე შვილია და ის ახალი წლის დადგომისთანავე პირველის 10 წუთზე გაჩნდა.
პატარა პირველი იანვრის ღამესვე მოინახულა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ და დედას და ახლაშობილს სიმბოლური საჩუქრები გადასცა. ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის მიმდინარეობს საბუთების შესწავლა და ახალშობილები, რომლებიც ქუთაისის მვიდრნი არიან, მერიისგან საჩუქრებს მიიღებენ.
ბიუჯეტში გასულ წელს 5 000 ლარი იყო გათვალისწინებული. თითო ახალშობილს 1000 ლარი გადაეცემა საჩუქრად.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















