"ცინიზმსა და ძალადობას ეწირება ქუთაისის ხვალინდელი დღე"
ქუთაისის დელეგაციის თურქეთში ვიზიტს არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია" გამოეხმაურა. ორგაიზაციის დამფუძნებლის, გია გოქაძის განცხადებით, იმ დროს, როდესაც დვალს უფლებამოსილება აქვს შეჩერებული და ის თურქეთში ვიზიტით დადის, კარგი ნიშანია იმისა, თუ როგორ წარიმართება გამოძიება.
"ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე, რომელსაც ქალაქის მკვიდრი ედავება ფიზიკურ ანგარიშსწორებაში, თან, თავმჯდომარეს, რომელსაც დღემდე ორჯერ აქვს შეჩერებული უფლემოსილება საკუთარი განცხადების საფუძველზე, თურქეთში, საერთაშორისო ტურიზმის სამიტში ღებულობენ მონაწილეობას. ამ ვიზიტმა უკვე დაგვანახა, რომ გამოძიება, ალბათ, იმ გზით მიდის, რა დადებითი ეპითეტებითაც ქუთაისის მერი შოთა მურღულია საკრებულოს თავმჯდომარეს ამკობდა",–აცხადებს გოქაძე.
მისივე განცხადებით, თუ მისი ვარაუდი სიმართლეს არ შეესაბამება, მაშინ მეორე უკიდურესობასთან გვაქვს საქმე და ცინიზმისა და ძალადობას ეწირება ქუთაისის ხვალინდელი დღე.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:29
18:25
15:07
12:11
















