|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წყალტუბოში გადასატანი ყუთის საკითხს სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა

სოფელ წყალტუბოში #50-ე უბანზე ,,ქართული ოცნებისა“ და ,,ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება გადასატან ყუთის საკითხს მოყვა.
”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების განცხადებით, 83-მა ადამიანმა საკუთარი არჩევანი ვერ დააფიქსირა, რადგან ისინი სხვების დახმარების გარეშე უბნებზე ვერ მიდიან, რაც კანონდარღვევად ითვლება. 
თავის მხრივ, ,,ქართული ოცნების“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ”ნაციონალური მოძრაობის” წევრები პროვოკაციაში დაადანაშაულა. როგორც ცოტნე ზურაბიანმა აღნიშნა, ”ნაციონალური მოძრაობა” წყალტუბოში უბნებზე ცდილობს ხელი შეუშალოს ხმის მიცემის პროცესს და ისინი პროვოკაციას ახდენენ.

ცესკოს განმარტებით,  გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში ამომრჩეველთა 3%-ზე მეტი არ შეიძლება იყოს შესული.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი