დაზიანებული ინფრასტრუქტურა და დაუსჯელობის სინდრომი ქუთაისში [PHOTO]
ენერგოეფექტური სკვერი, მანათობელი ყუთები, ელექტრონული ბიბლიოთეკები, ტურისტული სტენდი - ეს არასრული ჩამონათვალია იმ ობიექტების, რომლებიც უცნობმა პირებმა ბოლო თვეების განმავლობაში ქუთაისში დააზიანეს.
ხელწერა ყველგან ერთნაირია და შედეგიც იდენტური. "ნიუპრესის" მიმართვის შემდეგ მერია ყველა შემთხვევაში აცხადებდა, რომ ფაქტის შესახებ სამართალდამცველებს აცნობდა, თუმცა მათი გამოვლენა ჯერაც ვერ მოხერხდა.
ენერგოეფექტური სკვერში მზის ელემენტებით და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი კონსტრუქციის, ე.წ. „მზის გვირილის“ დამონტაჟება 2016 წელს მოხდა, სადაც თავმოყრილი იყო USB დასამუხტი წერტილები (მობილური ტელეფონების, ნოუთბუქებისა და სხვა ელექტრო ტექნიკისათვის), მოსასვენებელი სკამები განათებით, ამ დროისთვის ინფრასტრუქტურა სრულად მოშლილია.
ელექტრონული ბიბლიოთეკები პროექტის „ქალაქი - ბიბლიოთეკა“ ფარგლებში 2017 წლის ბოლოს დამონტაჟდა. ელექტრონული ბიბლიოთეკების კონსტრუქციების დამზადებისა და ქუთაისის მასშტაბით განთავსების სამუშაოებისთვის მერიამ 25 000 ლარი გამოყო.
ამ დროისთის დაზიანებული ენერგოეფექტურ სკვერში მდებარე სტენდი და ცისფერყანწელთა ქუჩაზე არსებული მცირე ზომის კონსტრუქცია. ორივე ფაქტზე მოკვლევა მიმდინარეობს.

დაზიანებული ინფრასტრუქტურა ენერგოეფექტურ სკვერში
მანათობელი ყუთები ქალაქში მიმდინარე წელს დამონტაჟდა. პროქტის ფარგლებში ქალაქში 7 მანათობელი ყთი განთვადა, რომელთაგანაც ორი უკვე დაზიანებულია.
ააიპ "ტურიზმის ცენტრში" განმარტავენ, რომ მანათობელი ყუთების დაზიანების ფაქტზე სამართალდამცველები მუშაობენ, თუმცა ამ დრომდე დამნაშავეების მოძებნა ვერ მოხდა.

მანათობელი ყუთები აღმაშენებლის მოედანსა და ფანჯიკიძის ქუჩაზე
დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა ქალაქის ბიუჯეტიდან ხდება, თუმცა ამ დრომდე რეაბილიტაცია არცერთ ობიექტზე მომხდარა.
ბოლო დროს არასრულწლოვანების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამო ჩნდება ეჭვი, რომ მაღაზიების, სალონებისა და აფთიაქების გაძარცვის მსგავსად ინფრასტრუქტურას ქუჩაში მყოფი არასრულწლოვანები აზიანებენ, რომელთაც კანონი ვერ ეხება.
არასრულწლოვანები, რომელთაც კარგად იციან, რომ მათი დაკავება და მათთვის პასუხისმგებლობის დაკისრება ვერ მოხდება, თითქმის ყოველდღიურად ჩადიან დანაშაულს. ძარცვავენ მაღაზიებს, სალონებს და სხვადასხვა ობიექტებს. ობიექტების მეპატრონეების განცხადებით, პოლიცია ახდენს დამნაშავეთა მხილებას, თუმცა დაკავებას ვერა, დაუსჯელობის სინდრომის გამოც იძულებული არიან თანხა და სამუშაო ტექნიკა დაწესებულებებში არ დატოვონ.
ქუთაისში დაზიანებული ენერგოეფექტური სკვერის აღდგენა მოხდება
ქუთაისში ელექტრონული ბიბლიოთეკის დიდი სტენდი დააზიანეს
ქუთაისში „ღიმილის ქალაქის“ მანათობელი ყუთი დააზიანეს
ქუთაისში ახლადდამონტაჟებული მანათობელი ყუთის დაზიანების მეორე ფაქტი დაფიქსირდა
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















