"ეროვნულმა ფორუმმა" ქუთაისში მაჟორიტარობის კანდიდატად კახი დვალიშვილი დაასახელა
„ეროვნული ფორუმის“ ლიდერმა, კახაბერ შარტავამ დღეს, სასტუმრო „რედისონში“, მაჟორიტარობის 17 კანდიდატი წარადგინა. წარდგენილი კანდიდატები ქვყნის მასტაბით დფასახელდა. ქუთაისის სამი სამაჟორიტარო ოლქიდან კანდიდატურა მხოლო ერთში - #48 საარჩევნო ოლქში დასახელდა. "ეროვნული ფორუმის" სახელით კახაბერ დვალიშვილი იბრძოლებს. დვალიშვილი ამჟამად ქუთაისის საკრებულოს წევრია, სადაც იურიდიულ კომისიას ხელმძღვანელობს.
წარდგენილი კანდიდატებიდან დასახელდა თრჯოლის #50 საარჩევნო ოლქში- მაია კლდიაშვილი, ზესტაფონის #52-ში მერაბ ფანჩულიძე, ვანი-ხონის ოლქში #54 - ვლადიმერ კახიანი, საჩხერეში #53,- მალხაზ აბრამიშვილი.
პარტიის ლიდერების განცხადებით, წარდგენილი კანდიდატები ძველი "ფორუმელები" არიან.
მათი თქმით, თბილისიდან კანდიდატების წარდგენა დასრულდა და „ეროვნული ფორუმი“ რეგიონებში გასვლას იწყებს.
ავტორი: ირინა მაკარიძე





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















