|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ეს არ არის გუნდურობა"- ქუთაისის საკრებულოს წევრი უმრავლესობას იგნორირებაში ადანაშაულებს

"ეს არ არის გუნდურობა" - ამ განცხადებით  ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეს  უმრავლესობის წევრი ალეკო ახალაძე დაუპირისპირდა.  როგორც ახალაძემ  საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, ის გუნდის მიერ იგნორირებასა და სამუშაო პირობების უქონლობას აპროტესტებს.

ახალაძის თქმით,  ელექტრონულად მიწოდებული საკითხები მისთვის ხელმისაწვდომი არაა.  "ამას ჩვენ ვერ ვეცნობით,  კომპიუტერი და სამუშაო პირობები არ გვაქვს და  ამით ისევ "ნაციონალებს" ვუწყობთ ხელს, რომლებიც ამ ინფორმაციას იღებენ და ავრცელებენ", -განაცხადა ახალაძემ.

მისი თქმით, სამუშაო პირობების მოწესრიგების თხოვნით მან უამრავჯერ მიმართა საკრებულოს თავმჯდომარეს, თუმცა შედეგი ვერ მიიღო. თავის მხრივ, ნიკა ლატარიამ მას განუცხადა, რომ სამუშაო პირობები მას დეპუტატის ბიუროში აქვს. 

"ეგ პარლამენტის კომპიუტერია და არა საკრებულოსი", -განაცხადა პასუხად ახალაძემ.

შეგახსენებთ, ალეკო ახალაძე ქუთაისის დეპუტატის კობა ნარჩემაშვილის მაჟოტიტარი ბიუროს ხელმძღვანელია.

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა