|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ევროპა ჩვენი სახლია" უკანონო ნაგავსაყრელების არსებობას აპროტესტებს PHOTO

"ევროპა ჩვენი სახლია" ქუთაისსა და მის შემოგარენში  სტიქიურად წარმოქმნილი ნაგავსაყრელების არსებობას აპროტესტებს. ორგანიზაციის წევრები  ხელისუფლებას უმოქმედობაში ამხელენ, მოსახლეობას კი ნაგვის დაყრისაგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ.

ამ შინაარსის მოწოდებები დღეს ორგანიზაციის წევრებმა სტიქიურად წარმოქმნილ ნაგავსაყრელებთან გააკეთეს, ორგანიზაციის წევრის გია გოქაძის განცხადებით, ხელისუფლება პრობლემით არ ინტერესდება, ამიტომ მოსახლეობის ინფორმირებულობაზე ზრუნვა თავად ითავეს. 

"უკანონო ნაგავსაყრელების არსებობა  ადგილობრივი ხელისუფლების წაყრუებისა და თვალის დახუჭვის შედეგია. ამით წახალისებული მოქალაქეები  აბინძურებენ გარემოს და საფრთხეს უქმნიან ადამიანების ჯანმრთელობას. 

უკანონო ნაგავსაყრელებისთვის კანონმრდამრღვევი მოქალაქეების დაჯარიმების  ერთი შემთხვევაც არ ფიქსირდება. ხელისუფლება მხოლოდ ანტისაოკუპაციო სტიკერების გაკვრის გამო ჩვენვთის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გამოწერაშია ყოჩაღი", - განაცხადა გია გოქაძემ.  

 ორგანიზაციის წევრის მერაბ ბარათაშვილის თქმით, ფოტოზე ასახა  მწვანეყვავილასა და ჭახათას ტერიტორიები, სადაც გარემოს დაბინძურება ყველას თვალწიონ ხდება, თუმცა არავინ რეაგირებს. 

"ასე დღისით-მზისით,  რიონში ხეობაში ყრიან ამ ნარჩენებს.  მოსახეობა დუმს,  დღეს ერთი გამოვიდა და გვითხრა,  გზა ფართოვდებაო, თუ ეს გაფართოება გეგმიურია და პროექტით მიმდინარეობს,  ნარჩენებით ფერდობის მოწყობას ცხადია პროეტში არავინ გაითვალისინებდა. ეს  უნდა შეემჩნია მერიის სამსახურებს, მეორე სურატზე ჭახათის ბოლოა,  უკვე ტყიბულის ტერიტორია იწყება.  ქალქს ტყიბულსაც და ქუთაისსაც აქვს ნარჩენების მართვის სტრატეგიული გეგმა, რაშიც დიდი ფულია დახარჯული, რომელიც, ცხადია,  ფარატინა ქაღალდია", - განაცხადა მერაბ ბარათაშვილმა. 

 
  
 
 
 
 

 

 

ავტორი: ნიუპრესი