|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ფეროშენადნობთა ქარხნის ადმინისტრაციას გაფიცვის ჩაშლაში ადანაშაულებენ

ზესტაფონში, ფეროშენადნობთა თანაშრომელების მიერ დაანონსებული გაფიცვა არ შედგა. პროფკავშირი სრულმასშტაბიან გაფიცვას აანონსებდა, თუმცა ამ დროისთვის საწარმო ჩვეულ რეჟიმში სრული დატვირთვით მუშაობს.

გაფიცვის ჩაშლაში პროფესიული კავშირის  წარმომადგენლები საწარმოს ადმინისტრაციას ადანაშაულებენ. ისინი ადმინისტრაციის მხრიდან განხორციელებულ  ზეწოლაზე და შანტაჟზე საუბრობენ. ზესტაფონის ფეროშენადნობთა პროფკავშირის წარმომადგენლის კობა ბრეგვაძის განცხადებით, ზემდგომი პირებიდან ტოტალური ზეწოლა მიმდინარეობს.

"თანამშრომლების მიმართ არის ზეწოლა, რის გამოც ჩაიშალა აქცია. ისინი მუშებს სამსახურიდან განთავისუფლებით ემუქრებიან. ამას გარდა, მე და ქვეითი პროფკავშირის თავმჯდომარეს  დაგვიბლოკეს შენობაში შესასვლელი ელექტრონული საშვები",– აღნიშნა კობა ბრეგვაძემ.

წაყენებულ ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს კომპანიის მფლობელი და აღნიშნავს, რომ არსებული მდგომარეობა ინსპირირებულია  ერთი  პიროვნების ვიწრო ინტერესებიდან გამომდინარე.

შეგახსენებთ, რომ ფეროშენადნობი ქარხნის თანამშრომლები სრულმასშტაბიან გაფიცვას  დღეს აანონსებდა.

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი