გაერთიანებული წყალმომარაგების ქუთაისის ცენტრის 113 თანამშრომელს ხელფასი გაეზარდა
მიმდინარე წლის ივლისიდან, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის რეგიონული სერვის-ცენტრების, ყველაზე დაბალანაზღაურებად თანამშრომლებს ხელფასი 40%-ით გაეზარდათ.
1407-მდე სხვადასხვა თანამდებობაზე დასაქმებული თანამშრომლისთვის ხელფასის გაზრდა კადრების ოპტიმიზიაციის შედეგად და სახელფასო ბიუჯეტში მიღებული დანაზოგის ხარჯზე გახდა შესაძლებელი.
სახელფასო ზრდა კომპანიის მასშტაბით მხოლოდ რეგიონებში დასაქმებულ თანამშრომლებზე გავრცელდა.
გაერთიანებული წყალმომარაგების ცენტრის წარმომადგენლის განცხადებით, ხელფასი გაეზარდა გაერთიანებული წყალმომარაგების ქუთაისის ცენტრის 113 თანამშრომელს.
შეგახსნებთ, რომ თანამშრომლებმა ხელფასის გაზრდის მოთხოვნით აქცია გამართეს და ხელმძღვანელობა დაადანაშაულეს. მათი თქმით, მიმართეს ხელმძღვანელობას და მაგრამ მათ ყურადღება არავინ მიაქცია.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















