|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გაფიცვის გამო გათავისუფლებული გამგე სამსახურში დაბრუნდა

2016 წლის იანვარში ერთდღიანი გაფიცვის გამო გათავისუფლებული მაკა აბულაძე სამსახურში აღადგინეს. ბაღის გამგე საქმიანობას დღეიდან შეუდგა. აბულაძის განცხადებით, გაერთიანებას გეგმავს საქმის სააპელაციოში გასაჩივრებას და პროცესების განმეორებით დაწყებას.

შეგახსენებთ, რომ აბულაძეს ბაგა-ბაღების გაერთიანება თანამშრომლების გაფიცვის შესახებ ხელმძღვანელობის გაუფრთხილებლობას ედავებოდა. აღნიშნულის გამო #13 ბაგა-ბაღის გამგე გაათავისუფლეს. საქმემ  ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გადაინაცვლა. მოსამართლის  ციცინო მოსიძის გადაწყვეტილებით,  მთლიანად დაკმაყოფილდა მაკა აბულაძის წარმომადგენლის რობიზონ ხურცილავას სარჩელი და ბათილად იქნა ცნობილი ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების უფროსის ბრძანება მაკა აბულაძის სამსახურიდან განთავისუფლების თაობაზე.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ამავე გადაწყვეტილებით მაკა აბულაძე დაუყონებლივ აღდგენილი იქნა თანამდებობაზე. მიუხედავად სასამართლოს გადაწყვეტილებისა მაკა აბულაძის  სამსახურში აღდგენის ბრძანება მხოლოდ აღმასრულებლის ჩარევის შემდეგ შესრულდა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა