|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გელათის ტაძრის ისტორიული მოზაიკა – ღვთისმშობელი ყრმით საფრთხეშია

 გელათის მთავარი ტაძრის საკურთხევლის აფსიდში მდებარე ისტორიული მოზაიკა – ღვთისმშობელი ყრმით, მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზებთან ერთად სწრაფი დეგრადაციის პროცესშია და მაღალია მისი კედლიდან ჩამოვარდნის რისკი - ამის შესახებ საუბარია ifact-ის ჟურნალისტურ გამოძიებაში.

გამოცემა იტალიელი კონსერვაციის სპეციალისტი, რობერტო ნარდის ანგარიშს ეყრდნობა, რომლის თანახმად, მოზაიკა სწრაფი დეგრადაციის პროცესშია და მაღალია მისი კედლიდან ჩამოვარდნის რისკი. “გაგვიჭირდა ინჟინრების ვერდიქტის დაჯერება, რომლებმაც მოზაიკის კედლიდან მოშორების პროცენტულობა საერთო ფართობის 89%-ით განსაზღვრეს. უპირველესი რეკომენდაციაა, მაქსიმალურად სტაბილური გარემოს შექმნა, რაც მინიმუმამდე დაიყვანს მოზაიკის რისკს…” – ნათქვამია დასკვნაში.

რობერტო ნარდის რეკომენდაციით, მოზაიკის კრიტიკულ წერტილებზე რაც შეიძლება მალე უნდა მოეწყოს ერთგვარი დამცავი, რომ ძეგლმა კონსერვაციას გაუძლოს. იტალიელი კონსერვაციის სპეციალისტი, რობერტო ნარდი გელათის რეაბილიტაციის კომიტეტმა მოზაიკის შესასწავლად მოიწვია. მან 2023-2024 წლებში ორი ანგარიში მოამზადა. პირველში, მოზაიკა ზედაპირულად შეაფასა, 2024 წლის 24 ივლისს კი სიღრმისეული დასკვნა გამოქვეყნდა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.54%
გაუარესდა - 52.07%
არ შეცვლილა - 12.4%
სულ - 121 ხმა