|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გერმანია უცხოელი სტუდენტებისა და კურდამთავრებულებისთვის დასაქმებას აადვილებს

 

გერმანიაში სტუდენტური ვიზის მფლობელებს სამუშაოდ გასვლის უფლება მიეცათ, ხოლო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ისინი დასაქმებას არასპეციალობითაც შეძლებენ, - აღნიშნულის მიზეზი ქვეყანაში ვაკანსიების სიჭარბე გახდა

ქვეყანაში  კვალიფიციური მუშახელის კანონი მიიღეს, რომელიც უკვე ამოქმედდა.  კანონი  სტუდენტებს, სტაჟირების მსურველებსა და გერმანიის უნივერსიტეტების კურსდამთავრებულებს ეხება. 

სიახლეა, ის რომ სტუდენტებს ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან გერმანიაში ჩასვლა სწავლის დაწყებამდე ცხრა თვით ადრე შეუძლიათ. ეს დრო მათ, სწავლების მიხედვით, ინგლისური ან გერმანული ენის კურსის გასავლელად, ასევე, განაცხადის მოსამზადებლად და ქვეყნის გასაცნობად ეძლევათ.

სტუდენტებს კვირაში 20 საათამდე, ანუ წელიწადში 120-140 სრული დღით მუშაობის უფლება მიეცათ. ამასთან,  დაბალშემოსავლიანი ოჯახების სტუდენტებს  დაეხმარებიან. 

სტაჟირების მსურველები მუშაობას ცხრა თვე კვირაში 20 საათის განმავლობაში შეძლებენ. მათთვის ძირითადი მოთხოვნა B1-დონეზე გერმანული ენის ცოდნა და 35 წლამდე ასაკია.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა