|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გიორგი ვაშაძე 2016 წლის არჩევნებში საქართველოს გაოცებას პირდება

გიორგი ვაშაძე 2016 წლის  არჩევნებში საქართველოს გაოცებას პირდება, ამის შესახებ მან დღეს ქუთაისში ვიზიტისას განაცხადა.

პარლამენტარი ყოფილი პოლიტიკური ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის კომენტარსაც გამოეხმაურა. 

"ჩვენ ამ არჩევნებში გავაოცებთ საქართველოს. ამ ახალგაზრდების  ენერგეტიკა არის აღმშენებლობისა  და მომავლისათვის. მიმაჩნია, რომ ძალიან სწორი გადაწყვეტილება მივიღე. დავეთანხმები სააკაშვილს, რომ სარისკო ნაბიჯი გადავდგი, თუმცა  ახალი თაობისთვის  პოლიტიკაში გზის გახსნის სხვა ალტერნატივა  ვერ დავინახე",-განუცხადა ვაშაძემ "ნიუპრესს". 

გიორგი ვაშაძემ დღეს ქუთაისში ორგანიზაციის ოფისი გახსნა. აღსანიშნავია, რომ  ჯერ გადაწყვეტილი არ არის, თუ რა სახელწოდება ექნება ახალ პოლიტიკურ ორგანიზაციას. ვაშაძე  საზოგადოებას აქტიურობისაკენ  მოუწოდებს,  რათა ერთად მოიფიქრონ ორგანიზაციის სახელი.

"ჩვენ ვიწყებთ სრულიად ახალ პოლიტიკურ მოძრაობას, სადაც ფული არ არის მთავარი", - განუცხადა ვაშაძემ ოფისში შეკრებილ ახალგაზრდებს.

როგორც ცნობილი გახდა,  ორგანიზაციას  ქუთაისში ფართი ვაშაძის თანაგუნდელმა, გიორგი მარდალეიშვილმა თავისი ინიციატივით  დაუთმო.  

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი