|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთის ვიცე გუბერნატორის მიერ კანონის შესაძლო დარღვევის ფაქტი "საიას" ანგარიშში მოხვდება

საიას კვლევაში,  რომელსაც ორგანიზაცია რამდენიმე დღეში წარადგენს, მოხვდება იმერეთის ვიცე გუბერნატორის გიორგი ჭიღვარიას  მიერ შესაძლო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევა. ამის შესახებ „საიას“ ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი სანტურიანმა არასამთავრობო ორგანიზაციების ყოველთვიურ შეხვედრაზე განაცხადა.

საქმე ეხება ვიცე გუბერნატორის მიერ სამუშაო საათებში საკუთარ ფეისბუკის გვერდზე  მმართველი პარტიის სასარგებლო და კონკურენტების მიმართ ნეგატიური ინფორმაციის გაზიარების შემთხვევას. საიამ საკითხის შესასწავლად უწყებათაშორის კომისიას მიმართა. სანტურიანის განმარტებით,  სამუშაო საათების განმავლობაში  ვიცე გუბერნატორს აგიტაციის უფლება არ აქვს. თუმცა, საოლქო საარჩევნო კომისიამ  ეს შემთხვევა დარღვევად არ ჩათვალა. 

გიორგი სანტურიანის განცხადებით,  ცვლილება თავად კანონში უნდა მოხდეს:  „დღეს როდესაც სოციალურ ქსელებს გავლენის ძალიან მაღალი მაჩვენებელი აქვს,  უნდა გადაიხედოს  აგიტაციასთან დაკავშირებით  კანონის შეფასება",-განაცხადა მან.

სანტურიანის თქმით, საიას ანგარიშში  შესაძლო პოლიტიკური ზეწოლის შესახებ  იმერეთიდან ტყიბულის შემთხვევა მოხდება, სადაც ქალბატონი აცხადებს, რომ აუდიტი მისი საქმიანობით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც მან ბურჭულაძის ორგანიზაციას ფართი დაუთმო. 

საიას ანგარიშში არ იქნება "სამართლიანი არჩევნების" მიერ თავის კვლევაში განხილული  ქუთაისის შემთხვევა, როდესაც მერიისა და სამედიცინო დაწესებულების მიერ საჯარო სკოლის პედაგოგებისათვის სამედიცინო მომსახურების მიღებული მემორანდუმი  წინასააჩევნოდ  სოციალური პროექტების  შესაძლო გააქტიურების შემთხვევად იყო განხილული.  

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა