|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიის სოციალური პროექტი "სამართლიანი არჩევნების" ეჭვს იწვევს

ქუთაისის მერიასა და #1 პირველადი ჯანდაცვის ცენტრს  შორის გაფორმებული ურთიერთთნამშრომლობის მემორანდუმი, რომლის თანახმად, ქუთაისის საჯარო სკოლების თანამშრომლები, ყოველ შაბათ დღეს უფასო გამოკვლევებით ისარგებლებენ, „სამართლიანმა არჩევნებმა“ წინასაარჩევნოდ  „სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების გააქტიურების“ კონტექსტში განიხილა.

ორგანიზაციის  განცხადებით,  მართალია, საარჩევნო კოდექსით მსგავსი აქტივობების განხორციელება  მხოლოდ არჩევნების დღემდე 60 დღის განმავლობაში იკრძალება, თუმცა, ბიუჯეტის თანხების მობილიზება სოციალური პროექტების ირგვლივ აჩენს ეჭვს, რომ ახლადინიცირებული, ან გაზრდილი სოციალური პროექტები საარჩევნო კამპანიის დაწყებას უკავშირდება.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ მიერ ჩატარებული მონიტორინგი  1-18 ივლისის პერიოდს მოიცავს. კვლევის შედეგების თანახმად,  ქვეყნის მასშტაბით პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა-მუქარის  - 2, სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების - 3, ძალადობის - 2, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის - 2, არაუფლებამოსილი პირის მიერ აგიტაციაში მონაწილეობის - 5 და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 2 ფაქტი მოხვდა.

აქედან, იმერეთის რეგიონში  ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება დაფიქსირდა ბაღდათში, როდესაც  მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ-გვეტდზე და ფეისბუკის გვერდზე დაფიქსირდა აგიტაცია პარტიის „ქართული ოცნება“ სასარგებლოდ.

„პოლიტიკური ნიშნით ზეწოლად“ შეფასდა  ვანში გიორგი ვაშაძის ორგანიზაციისათვის საოფისე ფართის მიქირავებაზე უარი, როდესაც მოქალაქემ გადაწყვეტილება ზეწოლის შედეგად მიიღო.

 ქუთაისის მერიაში ორგანიზაციის პასუხად აცხადებენ, რომ მათ კანონი არ დაურღვევიათ. "ქუთაისის მუნიციპალიტეტის მიერ პერმანენტულად ხორციელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის კუთხით მსგავსი ტიპის ღონისძიებები. ამას ადასტურებს, წინა წელს მომზადებული სიუჟეტები და სხვა სახის მასალები  (რაც საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი იქნება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ). ამასთან, №1 პირველადი ჯანდაცვის ცენტრსა და ადმინისტრაციულ ორგანოს შორის გაფორმებული ზემოაღნიშნული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, სამედიცინო დაწესებულების მიერ სკოლის პედაგოგებისათვის სამედიცინო გამოკვლევები ხორციელდება საზოგადოებრივ საწყისებზე, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე და შესაბამისად,  ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ამ მიზნით არანაირი რესურსების გადინებას ადგილი არ ჰქონია. ვთხოვთ, ნებისმიერ ორგანიზაციასა დიდი სიფრთხილით მოეკიდოს მსგავსი ქმედების არასწორ ინტეპრეტირებასა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას", - აცხადებენ ქუთაისის მერიაში.

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა