|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთში აგროკრედიტით 17 საწარმო შეიქმნა და გადაიარაღდა

2017 წელს იმერეთის რეგიონში 124 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი შეიქმნა.  "დანერგე მომავლის" პროგრამით 2017 წელს 48 ბენეფიციარი დაფინანსდა, გაშენდა 198,3 ჰა ბაღი. 

იმერეთის გუბერნიის ინფორმაციით,  რეგიონში სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწობისათვის აგროკრედიტის ფარგლებში 94 სესხი გაიცა 89 ბენეფიციარზე - სესხის მოცულობა 4 694 420 ლარია; ხოლო 31 ბენეფიციარზე გაცემული 32 სესხის მოცულობას 3 836 085 USD. შეადგენს.  

2017 წელს პროგრამის ,,აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, რეგიონში დაფინანსდა და მოქმედება დაიწყო სამმა ახალმა საწარმომ.
 2017 წლის მდგომარეობით რეგიონში აგროკრედიტებით შექმნილი და გადაიარაღებულია 17 საწარმო,
აგროწარმოების ხელშეწობის პროგრამაში IFAD 2017 წელს ჩაერთო 2 ბენეფიციარი. გრანტის მოცულობა 71 730 ლარია, ჯამური ინვესტიცია – 179 325 ლარი.
იმერეთის გუბერნიის ინოფორმაციით, წელი გამორჩეული იყო დევნილებისთვის ბინების მშენებლობითაც, ქუთაისში 6 ახალი კორპუსის მშენებლობა დაიწყო 480 დევნილი ოჯახისთვის, წყალტუბოში 140 დევნილი ოჯახისთვის 2 ათსართულიანი კორპუსი შენდება

2017 წელს, „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, იმერეთის რეგიონში სამინისტრომ სახლი შეუსყიდა 60 დევნილ ოჯახს, მათ შორის 19-ს ქუთაისში.


ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა