|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ის მაინც არსებობს" -ქუთაისში საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართება

ქუთაისში, არასამთავრობო ორგანიზაცია „თაობათა დიალოგი“ საქველმოქმედო ღონისძიებას აწყობს. ღონისძიების მიზანია  სოციალურად დაუცველი, სიღარიბის ზღვარს ქვევით მყოფი, მარტოხელა, მრავალშვილიანი ოჯახების თანადგომა.

საქველმოქმედო საღამო ორი ნაწილისგან შედგება, პირველ ნაწილში აუქციონი მოეწყობა, სადაც Ricdog- სხვადასხვა ნივთებს წარმოადგენს და ნებისმიერ მსურველს შეეძლება თანხის გაზრდა.

ღონისძიებაზე დასწრება ყველა სრულწლოვან მსურველს შეეძლება. ბილეთის ფასი 15 ლარი იქნება. Ricdog საახალწლო საქველმოქმედო აქციას მეშვიდე წელია ატარებს, ძირითადი შემოწირულობის ავტორები კი საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ემიგრანტები არიან.

ბილეთების შეძენა ონლაინ რეჟიმში, ან Ricdog ის ოფისშია შესაძლებელი. საქველმოქმედო საღამო 29 დეკემბერს 20:30 საათზე სასტუმრო "ბაგრატი 1003"-ში გაიმართება.

ავტორი: ხატია ბანძელაძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა