იყენებს თუ არა მმართველი პარტია ქუთაისში ადმინისტრაციულ რესურსს?
არჩევნების მოახლოებასთან ერთად იმატებს ბრალდებები ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები მმართველ გუნდს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშულებენ.
„რესპუბლიკური“ პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ნატო ქათამაძემ „საიაში“ გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ წინასაარჩევნოდ მერიის და ააიპების თანამშრომლები აქტიურად გადიან შვებულებაში, მათ კი მმართველი პარტია საარჩევნო კამპანიაში იყენებს. ქათამაძეს შენიშვნა ააიპის თანამშრომელთა არასაჯარო მოხელის სტატუსთან დაკავშირებითაც ქონდა. მის განცხადებით, ის ფაქტი, რომ ააიპებში დასაქმებულები საჯარო მოხელები არ არიან, მათზე რიგი შეზღუდვები არ ვრცელდება, ამ რესურსს კი ხელისუფლება იყენებს.
„ნიუპრესი“ დაინტერესდა, რამდენად ხდება მერიის თანაშრომელთა ჩართვა საარჩევნო პროცესში და რამდენმა თანამშრომელმა ისარგებლა შვებულებით. ამ დროისთვის ჩვენ ორკვირიანი მონაკვეთით დავინტერესდით. როგორც მოწოდებული ოფიციალური ინფრომაციით ირკვევა, 15 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით შვებულებაში გავიდა მერიის სხვადასხვა სამსახურის 61 თანამშრომელი.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის მოტივით მერიის მიერ თანამშრომელთა ვინაობა არ საჯაროვდება.
შვებულებაში არ იმყოფებოდა, თუმცა "ქართული ოცნების" მხარდამჭერი ინფორმაციის გაზიარებაზე უარი არ უთქვამს ქუთაისის საკრებულოს საორგანიზაციო და ადამიანური რესურების მართვის განყოფილების უფროსს ლევან გოგელაშვილს. მან აღნიშნული ინფორმაცია სამუშაო საათებში გააზიარა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















