|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მერაბ კვიცარიძემ წარჩინებულ მოსწავლეებს სტიპენდია გადასცა

ქუთაისის საკრებულოს ავტოქარხნის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ კვიცარიძემ მის სამაჟორიტარო ოლქში მცხოვრებ მოსწავლეებს სტიპენდია გადასცა. 

მაჟორიტარმა ხარებავას ქუჩაზე მცხოვრებ სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიანი ოჯახის წევრს,  ქუთაისის 41-ე სკოლის მე-7 კლასის წარჩინებულ მოსწავლეს ლიზი კუჭავას, რომელმაც "კინგსის" ტურში ქართულ ენაში საქართველოს მასშტაბით გამარჯვებულთა შვიდეულის მე-4 ადგილი დაიკავა, კიდევ ერთი წარმატება მიულოცა და 3-თვიანი 50-ლარიანი სტიპენდია გადასცა.

მაჟორიტარი ლიზის ასევე დაპირდა, რომ თურქეთში ყოველწლიურ ფესტივალზე წაიყვანს, რომელიც მარტში იმართება. 

მერაბ კვიცარიძემ  ასევე 3-თვიანი სტიპენდია გადასცა ხარებავას ქუჩაზე მცხოვრებ ქუთაისის 37-ე სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეს  დავით სამყურაშვილს, რომელიც ბებიასთან იზრდება.

მერაბ კვიცარიძე რამდენჯერმე სტუმრობდა სამყურაშვილების ოჯახს და პატარა დავითის თხოვნით, მასთან სკოლაშიც იმყოფებოდა და მოსწავლის აკადემიური მოსწრების შესახებ კლასის ხელმძღვანელსაც ესაუბრა.

დავითი მაჟორიტარს დაჰპირდა, რომ მომავალშიც კარგად ისწავლის და წარჩინებული მოსწავლე იქნება.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა