"პიგმალიონი"- მესხიშვილის თეატრი პრემიერისთვის ემზადება
15 ივნისს მესხიშვილის თეატრში პრემიერა გაიმართება. ჯორჯ ბერნარდ შოუს "პიგმალიონი" ამჯერად თეტრის სცენაზე შესრულდება. სპექტაკლის რეჟისორი გიორგი სიხარულიძეა.
პრემიერა ქუთაისთან დაძმობილებულ ქალაქის, ნიუპორტის დღეებს უკავშირდება, რომლის ფარგლებშიც მერიის ინიციატივით, სპექტაკლი ინგლისურ ენაზე დაიდგა. რეჟისორის გადაწყვეტილებით კი, ის მიუზიკლის ჟანრში შესრულდება.
სპექტაკლში 22 მსახიობი თამაშობს, მათგან მთავარ როლებს მესხიშვილის თეატრის მსახიობები თინათინ მოსულიშვილი და გიორგი ბენიძე ასრულებენ, ასევე მონაწილეობენ ლამარა ვაშაკიძე და სხვადასხვა თაობის მსახიობები.
თეატრის ლიტერატურული ნაწილის გამგის, გვანცა ჯავახაძის განცხადებით, სპექტაკლი "პიგმალიონის" მიხედვით გადაღებული კინოფილმის თეატრალური ვერსია იქნება. სპექტაკლის მხატვრულ გაფორმებაზე ნინო ჩიტაიშვილი, ქორეოგრაფიაზე კი გიორგი ბარბაქაძე მუშაობს.
"პიგმალიონი" 18:00 საათზე დაიწყება და ჟურნალისტებისათვის მუშაობა გარკვეული წესის დაცვით მოხდება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















