მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი საქართველოში
სინოპტიკოსები საქართველოში დღეიდან უმეტესად უნალექო ამინდს პროგნოზირებენ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მთელი საქართველოს მასშტაბით უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატური მოიმატებს და +12 +17 გრადუსის ფარგლებში იქნება.
უნალექო ამინდი შენარჩუნდება 4 იანვარსაც. დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა მცირედით ისევ მოიმატებს და +18 გრადუსამდე დათბება.
სინოპტიკოსები 5 იანვარს დილიდან უნალექო ამინდის პროგნოზირებენ, ხოლო დღის მეორე ნახევრიდან საქართველოს ზოგ რაიონში გაწვიმდება, მაღალმთაში კი, სავარაუდოდ, მოთოვს. ამასთან, 5 იანვარს დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა დაიკლებს.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















