წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მისაღებ სტუდენტთა ოდენობა 21 300-ით განისაზღვრა
2026-2027 სასწავლო წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ბაკალავრიატისა და ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამებზე მისაღებ სტუდენტთა ოდენობა 21 300-ით განისაზღვრა, - სახელმწიფო უნივერსიტეტებში პროგრამებზე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობისა და სასწავლებლებში გადანაწილების კვოტების შესახებ შესაბამისი დოკუმენტი ოცნების პრემიერმა გუშინ გამოსცა.
აღნიშნულის თანახმად, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებულ პროგრამებზე, ჯამურად, მისაღებ სტუდენტთა ოდენობა 6650-ით განისაზღვრა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროგრამებზე მომდევნო სასწავლო წელს 3880 მისაღები ადგილი იქნება გათვალისწინებული, ხოლო ილიას უნივერსიტეტს, სასწავლებელში არსებულ პროგრამებზე, ჯამურად, 300 სტუდენტის მიღების შესაძლებლობა ექნება.
რაც შეეხება მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებს, დოკუმენტის მიხედვით, მისაღები ადგილების ოდენობა 3233 იქნება, საიდანაც 1013 თსუ-ისთვისაა განსაზღვრული, 660 სტუ-ის პროგრამებისთვის, ხოლო 60 ილია უნივერსიტეტისთვის.
ცნობისთვის, გაუქმებულია საგრანტო სისტემა, სტუდენტები სწავლას სახელმწიფო ხარჯზე შეძლებენ.
ავტორი:


14:41
11:37
19:04
11:43
















