|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიის პირველი ათეული ცნობილია

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს, სადაც საარჩევნო სიის ფორმირება ხდება.  საარჩევნო სიის პირველი ათეული "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ასე გამოიყურება; პირველ ნომრად, როგორც მოსალოდნელი იყო, დავით ბაქრაძეა- საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი, მეორე ადგილზე ელენე ხოშტარია, საქართველოს რეფორმების ასოციაციის დამფუძნებელი, მე-3 ადგილზე ეკონომიკის  ექსპერტი რომაან გოცირიძე, მე-4 ნიკა მელია, ნაცმოძრაობის თბილისის ოფისის ხელმძღვანელი, მე-5 - გიორგი ტუღუში- ყოფილი სახალხო დამცველი,   მე-6 ადგილს,  როგორც უკვე ცნობილი იყო,  ოთარ კახიძე იჭერს იმერეთის ქვოტიდან, მე-7 ადგილზე სალომე სამადაშვილია, მე-8 -ირაკლი აბესაძე, თბილისის საკრებულოს წევრი, მე-9 ადგილზე - სერგი კაპანაძე,   მე-10  ნომრად სერგო რატიანი.

მე-11 ნომერი ასევე ცნობილია და მას აკაკი ბობოხიძე იჭერს. 

"ნაციონალური მოძრაობის" სიის პირველი ოცეული, სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი. 

 

ავტორი: ნიუპრესი