მერაბიშვილის მხარდამჭერი ხვალინდელი აქცია ხელისუფლებას არ აშინებს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ზვიად ძიძიგური მერაბიშვილის მხარდამჭერ აქციაში რაიმე საგანგაშოს ან მოულოდნელს ვერაფერს ხედავს და მას პოლიტიკური გამოხატვის თავისუფლებად აფასებს. მისი თქმით, ყველა პოლიტიკურ ძალას აქვს უფლება არ მოსწონდეს მისი ლიდერის დაპატიმრება.
„მთავარი არის აქცია მშვიდობიანად კანონის ფარგლებში ჩატარდეს, თორემ ათ ქალაქში ჩაატარებენ თუ ოცდაათ ქალაქში, მათ ამის უფლება აქვთ,“ - ამბობს ძიძიგური.
შეგახსენებთ, რომ ვანო მერაბიშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საქართველოს ათ ქალაქში ხვალ ერთდროულად აქციები გაიმართება.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 57.14%
არა - 42.86%
არ ვიცი - 0%
სულ - 21 ხმა