|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სემეკის თავმჯდომარის პროცესზე დაზარალებული რესტორნის მეპატრონე დაკითხეს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების  მარეგულირებელი  ეროვნული კომისიის თავმჯდომარის  გურამ ჩალაგაშვილის ასამართლო პროცესზე დღეს ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხა.

მოწმეებს შორის ერთ-ერთი იმ  რესტორნის მეპატრონე იყო, სადაც გურამ ჩალაგაშვილი იმყოფებოდა და გამოძიების ინფორმაციით, ქუთაისის ჩაბნელების ბრძანება გასცა. როგორც რესტორნის მეპატრონემ სასამართლოზე განაცხადა,  ენერგოკომპანიის წარმომადგენლებს რესტორნისათვის შუქის მიწოდების შეწყვეტა რესტორნის ფლიგელის გათიშვით შეეძლოთ.

სემეკის თავმჯდომარის საქმეზე მორიგი სხდომა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 19 ივნისს, 12:00 საათზე გაიმართება. პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვა გაგრძელდება.  

შეგახსენებთ, რომ გურამ ჩალაგაშვილს ბრალად სამსხურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბება ედება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.  

 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე