გიორგი შალამბერიძე: "რით ვეღარ შევიგნეთ, რომ სხვის ომში მამელუქებად ყოფნით ვერაფერს ვარგებთ ჩვენ უბედურ ქვეყანას?!"
"უნდა გამოვიდეს ჩვენი ჯარი იმ მიწიდან! ის ხალხი ტერორს კი არა აწყობს, საკუთარ ღირსებას და მიწას იცავს," – წერს მსახიობი გიორგი შალამბერიძე facebook-ის საკუთარ გვერდზე, დღეს ავღანეთში 7 ქართველის ჯარისკაცის დაღუპვასთან დაკავშირებით.
"როდის გადაეჩვევა ჩვენი სახელმწიფო, საკუთარი სიცოცხლის საზარბაზნე ხორცად გამოყენებას. 70-იან წლებში საბჭოეთმა დაგვანთხევია სისხლი იმ ხალხის მიწაზე, ახლა დასავლური ინტერესებისთვის ვღვრით. რით ვეღარ შევიგნეთ, რომ სხვის ომში მამელუქებად ყოფნით ვერაფერს ვარგებთ ჩვენ უბედურ ქვეყანას?!" – წერს გიორგი შალამბერიძე.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში სამხედრო ბაზაზე განხორციელებული ტერაქტის შედეგად 7 ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, ხოლო 9 დაიჭრა.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 57.14%
არა - 42.86%
არ ვიცი - 0%
სულ - 21 ხმა