"ვარლაში" საშემოდგომო გამოფენა გაიხსნა
ქუთაისში საგამოფენო დარბაზში „ვარლა“ საშემოდგომო გამოფენა გაიხსნა, სადაც თავიანთი ნამუშევრები ქუთაისელ მხატვრებთან ერთად რეგიონებიდან მოწვეულმა ხელოვანებმაც წარმოადგინეს. გამოფენაში მონაწილეობა თითქმის ყველა თაობის მხატვარმა მიიღო, მათგან ყველაზე ხანდაზმული 90 წლის არჩილ ჩოგოვაძეა.
გამოფენაზე სულ 49 მხატვრის და 126 სხვადახვა ჟანრში შესრულებული ნამუშევარია წარმოდგენილი.
საშემოდგომო გამოფენის გახსნას ქუთაისის მერი შოთა მურღულია და ქუთაისის მერიის კულტურის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის წარმომადგენელი ელისო ქაროსანიძე დაესწრნენ.
მხატვართა სახლ „ვარლას“ დირექტორის ვალერი მეძმარიაშვილის თქმით, საგაზაფხულო და საშემოგდომო გამოფენების საუკეთესო ნამუშევრები თბილისში საჩვენებელ გამოფენაზე გაიგზავნება.
შეგახსენებთ, რომ „ვარლაში“ გამოფენა ტრადიციულდ წელიწადში ორჯერ, გაზაფხულზე და შემოდგომაზე იმართება.
ავტორი: ანა ჯიქია