|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ესტონეთის ელჩი ქუთაისელ სტუდენტებს შეხვდა

საქართველო-ესტონეთსა და ევროკავშირთან ურთიერთობებზე ისაუბრა  ესტონეთის ელჩმა  შეხვედრაზე, რომელიც აწსუს "მწვანე დარბაზში" გაიმართა.  პრიტ ტურკმა  ქუთაისელ  ახალგაზრდებსა და  არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს თავისი ქვეყნის გამოცდილება  გაუზიარა.  შეხვედრაზე საინფორმაციო ვიდეო რგოლი აჩვენეს, რომელშიც დეტალურად იყო აღწერილი,  თუ რა განვითარება მოუტანა ესტონეთს  ევროკავშირთან გაწევრიანებამ.

პრიტ ტურკმა  აღნიშნა,  რომ ესტონეტი არის ქვეყანა, რომელიც საქართველოს ევროპულ გზას   მხარს უჭერს:  "შეხვედრის მიზანი  ჩვენი გამოცდილების გაზიარებაა,  რადგან ესტონეთი წარმოადგენს  ქვეყანას, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას."-  თქვა მან.

 არასამთავრობო ორგანიზაციის “თაობათა დიალოგი‘’ წარმომადგენლის ნუგზარ კოხრეიძის თქმით,  "ეს შეხვედრა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია,  რადგან საქართველო იმყოფება იმ ეტაპზე, როცა უნდა შესრულდეს ევროკავშირში ასოცირებით ნაკისრი ვალდებულებები.  გასაზიარებელია ბალტიისპირეთის ქვეყნების გამოცდილება,   თუ რა საფრთხეები და პრობლემები იყო საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში."

შეხვედრა საინტერესო აღმოჩნდა სტუდენტებისთვისაც:

ონისე ჯანაშია (სტუდენტი): „შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო ინფორმაციული თვალსაზისრით,  რათა უკეთ შევძლოთ ევროკავშირთან ინტეგრაცია.  კარგია,  რომ შესაძლებლობა მოგვეცემა მივიღოთ ევროპული განათლება და ჩავერთოთ სხვადასხვა სახის პროექტებში".


ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 0%
არა - 100%
არ ვიცი - 0%
სულ - 1 ხმა