|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მიხეილ სააკაშვილი:"დაჭერები გაგრძელდება, შემდეგი სამიზნე "რუსთავი 2"-ია"

  მიხელი სააკაშვილი  facebook-ის საკუთარ გვერდზე საქართველოში განვითარებულ სახელისუფლებო ცვლილებებს ეხმიანება. სააკაშვილის განცხადებით, ეს მისთვის მოულოდნელი და გასაკვირი არ ყოფილა.

  ,,ის, რაც თუნდაც ამ დღეებში ხდება, მე არ გამკვირვებია. შარშან საპატრიარქოში შეხვედრისას ბიძინა ივანიშვილმა რამდენჯერმე გამიმეორა, რომ დაიჭერდა მერაბიშვილს, უგულავას და პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ, მეც. იქვე მოაყოლა, რომ ირაკლი ალასანიას ჯერ ცოტა ფულს გააკეთებინებდა და შემდეგ კორუფციაზე დაიჭერდა. ამავე შეხვედრაზე ახსენა, რომ შემდეგი "რუსთავი 2"-ის კონტროლის ქვეშ აყვანა იქნებოდა. მეორე დღეს ამ საუბრის შინაარსი დეტალურად გავაცანი "ნაციონალური მოძრაობის" გაფართოებულ პოლიტსაბჭოს. ამ საუბრის შინაარსს ახლა უფრო ფართოდ იმიტომ ვასაჯაროებ, რომ რუსი ოლიგარქი თავის მწყობრ გეგმას მიყვება და საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ დაჭერები გაგრძელდება და შემდეგი სამიზნე "რუსთავი 2"-ია.
ერთერთი რაც ამ შეხვედრიდან ყველაზე ცუდად დამამახსოვრდა იყო ის, რომ ის მუდმივად მიმეორებდა, რომ თუ ჩემთვის საქართველო სახელმწიფო იყო, მისთვის ის უბრალოდ სამშობლოა. ამ ფრაზიდან მხოლოდ ერთი აზრის გამოტანა შეიძლება - ის ემტერება სახელმწიფო ინსტიტუტებს და ბოლომდე წავა მათ ჩამოსაშლელად... თუ არ შევაჩერეთ" - წერს სააკაშვილი

ავტორი: გიგა გელხვიიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა